სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი კომენტარი "პირველებთან

21.08.25 11:15
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი კომენტარი "პირველებთან

 

 

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი კომენტარი "პირველებთან - დავით რაზმაზე თავის მართლების რეჟიმშია და ირწმუნება, რომ  მსოფლიოში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ ინტერვიუ გაუყალბა - "ეს არის ცილისწამება და სიცრუე".

 რაზმაძე ამტკიცებს, რომ  New York Times-ის ჟურნალისტთან არც "სააკაშვილის ხულიგნები" უხსენებია. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე გავცლენიანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს "მიგზავნილს" უწოდებს და მას სასამართლოში ჩივილით ემუქრება. 

ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილსი ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და იმ ნაძირალა კაცმა, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებაინ გვერდში, ვუჩივლებ რა თქმა უნდა. 

ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა აკცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.

სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებს. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას", - აცხადებს რაზმაძე.