სწორედ დავით რაზმაძეა სამარცხვინო, მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახე-თინა ბოკუჩავა
ღიად პრორუსი, მოღალატე, სამარცხვინო ადამიანი დავით რაზმაძის სახით, ოკუპანტის სახელით შეურაცხყოფს ქართულ ჯარს, ქართველ გმირებს, გიორგი ანწუხელიძეს, ქართულ სახელმწიფოს,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებას, რომელიც მან გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა.
ბოკუჩავას განცხადებით, “სწორედ დავით რაზმაძეა სამარცხვინო, მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახე“.
„ღიად პრორუსი, მოღალატე, სამარცხვინო ადამიანი დავით რაზმაძის სახით, რომელიც ოკუპანტის სახელით შეურაცხყოფს ქართულ ჯარს, ქართველ გმირებს, გიორგი ანწუხელიძეს, ქართულ სახელმწიფოს. დავით რაზმაძე რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, თავისთავად გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ის არის სამარცხვინო, მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.