გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს - ხაზარაძე

24.08.25 13:57
გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს - ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ისტორიის ის თავი, რომელსაც დღეს უკრაინა წერს, გასაოცარი თავდადების და გმირობის მაგალითია. 

გმირ უკრაინელ ხალხს, ყველაზე მებრძოლ ერს მსოფლიოში, ჩემს ძვირფას მეგობრებს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 
გასაოცარი გმირობისა და თავდადების მაგალითია დღეს ისტორიის ის თავი, რომელსაც უკრაინა წერს არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი ევროპის დასაცავად!  
მჯერა, ეს მტკიცე სული ყველა ჯავშანს გაარღვევს და გაიმარჯვებს! 
Сла́ва Украи́не! 
Геро́ям сла́ва! ,- წერს ხაზარაძე.

უკრაინა მეოთხედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის პირობებში და უკვე მეთორმეტედ - მას შემდეგ, რაც 2014 წლის დასაწყისში რუსეთი ყირიმსა და დონბასში შეიჭრა. 

მსგავსი სიახლეები