„თბილისი კორუფციაში ჩაძირა“ – ირაკლი კუპრაძე კალაძეს დებატებში იწვევს

26.08.25 20:31
„თბილისი კორუფციაში ჩაძირა“ – ირაკლი კუპრაძე კალაძეს დებატებში იწვევს

ირაკლი კუპრაძე კახა კალაძეს დებატებში იწვევს. საჯარო გამოწვევა თბილისის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს კონკურენტები "აგენტებად" მოიხსენია.

კუპრაძის თქმით, კალაძე მოქმედებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით და საკუთარი პოლიტიკური აზრი არასოდეს ჰქონია. „დაჯდეს დებატებში თბილისზე სასაუბროდ, რომელიც კორუფციაში ჩაძირა" - აცხადებს კუპრაძე. 

კალაძე როგორც ცხოვრობს და როგორც მოქმედებს, ყველა, სამწუხაროდ, ასეთი ჰგონია. იმიტომ, რომ კახა კალაძე მოქმედებს თავისი პოლიტიკური ცხოვრების პირობებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით. მას არასდროს ჰქონია საკუთარი აზრი, არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება  და ის ემსახურება ერთ კაცს - ბიძინა ივანიშვილს და ის პასუხები, რომელსაც ის სცემს რუსი კონსულტანტების მიერ დაწერილ წინასწარ მომზადებულ პასუხებს, ვის იცნობს, ვის არ იცნობს, ეს ჩვენთვის იუმორისტული ჟანრია. დამიჯდეს კახი კალაძე დებატებში თბილისზე სასაუბროდ, რომელიც მან კორუფციაში ჩაძირა. კალაძე ამ ქალაქს ანადგურებს, შენდება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნება" და თბილისი ინგრევა კახი კალაძის მერობის პირობებში. თუ არ ეშინია, დაჯდეს დებატებში, - ამბობს კუპრაძე. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, დასავლეთის აგენტებად აცხადებს. ირწმუნება, რომ მათი გაერთიანებაც გარედან მიღებული დავალება იყო, რომელზე უარს ვერ იტყოდნენ.

რაც შეეხება მის კონკურენტს, კალაძე დღეს ცდილობდა, მედიის წინ ირაკლი კუპრაძე ირონიით მოეხსენებინა. დედაქალაქის მერმა თქვა, რომ ირაკლი კუპრაძეს არ იცნობს.  

მსგავსი სიახლეები