ბრიტანელი მინისტრი "ოცნებას" არ შეხვდა - ექსპერტების თქმით, საქართველო რეგიონში სანდო პარტნიორად აღარ აღიქმება
საქართველო რეგიონში აღარ აღიქმება სერიოზულ, სანდო და პასუხისმგებლიან პარტნიორად - ასე აფასებენ ექსპერტები და ანალიტიკოსები ფაქტს, რომ ბრიტანელი მინისტრი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, "ოცნების" ლიდერებს არ შეხვდა.
ყოფილი დიპლომატი გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" ყველა "კოზირი ხელიდან გაუშვა". ამასთან, ფანიაშვილი არ გამორიცავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა "ოცნების" დამფუძნებელიც დაასაქნციროს.
არაფერი კარგის მანიშნებელი ეს არ არის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო რეგიონში აღარ აღიქმება სერიოზულ, სანდო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვა ის ერთ-ერთი მთავარი კოზირი, თუკი რაიმე კოზირები საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰქონდა, ეს იყო მისი გამორჩეულად კარგი, სადნო ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებტან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან. ორიოდე წელში გავატანეთ არაფრის ფასად წყალს.
დიდ ბრიტანეთს დასანქცირებული ჰყავს შენი ქვეყნის მთავარი მბრალდებელი. ამაზე უარესი რა უნდა წარმოგვედგინა? მაგრამ ესეც მომხდარია. ამიტომ, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ სანქციების სიაში სხვა პირებიც შევიდნენ, მათ შორის "ქართული ოცნების" დამფუძნებელიც. ამაზე საუბარი ბრიტანეთში არის, - ამბობს გიორგი ფანიაშვილი.
"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე პირდაპირ ამბობს, რომ დასავლელი მეგობრები "ოცნების" ხელისუფლებას პარტნიორად აღარ აღიქვამენ. მისი თქმით, პარტნიორებს კარგად ესმით, რომ "ოცნება" "შეურაცხადია".
ჩამოვიდა ინკოგნიტოდ, ასე გამოდის და შეხვდა მხოლოდ საელჩოს წარმომადგენლებს და არანაირი კომუნიკაცია "ქართულ ოცნებასთან" არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ქართულ ოცნებას", ამ ხელისუფლებას ჩვენი მეგობრები პარტნიორებად აღარ აღიქვამენ, მათ არაფერი აქვთ სალაპარაკო. პრინციპში, ახლა, რომ შევხედოთ, ვის უნდა ესაუბრონ? ჭკუიდან გადასულ პრემიერ-მინისტრს თუ კახა კალაძეს, რომელიც ისეთ რამეებს ბოდავს, რომ თვითონაც ვეღარ გაიგო სად იწყებს და სად ამთავრებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება პარტნიორ ქვეყნებს, რომ "ქართული ოცნება" შეურაცხადია, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანეი ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორების ამგვარი ქმედებები სწორედ "ოცნების" ნაბიჯებმა განაპირობა.
მე ფიქრობ, რომ ძალიან აშკარაა ის, რომ სანამ "ქართული ოცნება" არ შეცვლის თავის პოლიტიკას განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანების მიმართ, სანამ არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, სანამ არ გააუქმებს ყველა იმ დრაკონულ კანონს, რომელიც მათ მიიღეს და სანამ არ დააყენებს ქვეყანას ახლიდან ევროინტეგრაციის გზაზე, მათთან ურთიერთობის ქონა არავის მოუნდება. ეს არის მთავარი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მათ პარტნიორებად არ აღიქვამენ, - ამბობს ეკა გიგაური.
"ტვ პირველის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, კვირის დასაწყისში საქართველოში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გუნდის გავლენიანი წევრი, სტივენ დაუთი ეწვია. ბრიტანელი მაღალჩინოსანი თბილისში ერთი დღე გაჩერდა, თუმცა ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრი „ქართული ოცნების“ არცერთ ლიდერს არ შეხვედრია.