მანჯგალაძე: 8-იანი კოორდინაციის ფორმატია, თითოეული პარტია საკუთარ ქმედებებზე თავადაა პასუხისმგებელი
„გუშინ 8-ის გარშემო ატეხილ ხმაურს ნამდვილად უსიამოვნო ფაქტად მივიჩნევ,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. მისი თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში უკვე მოიხადა და 8-იანი მხოლოდ არჩევნებში არმონაწილე პარტიების კოორდინაციის ფორმატია, სადაც თითოეული პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე.
რას შეეხება გუშინ 8-ის გარშემო ატეხილ ხმაურს, მინდა, ხაზმასმით ვთქვა, რომ მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც თავად ქალბატონ ჩერგოლეიშვილს მოეწონა და როგორც ვიცი, მან ბოდიშიც მოიხადა.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, დღეის მდგომარეობით, 8-იანი წარმოადგენს მხოლოდ არჩევნებში არმონაწილე პარტიების კოორდინაციას. დანარჩენ საკითხებზე თითოეული პარტია დამოუკიდებლად ირებს გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და რეპუტაციაზე, - აბობს პაატა მანჯგალაძე.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.
აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.