ხასაია: ჩერგოლეიშვილს უხერხული და არასწორი ამბავი შეემთხვა, მთავარ სანქციას საზოგადოება არჩევნებზე განსაზღვრავს
„უხერხული, არასწორი და არაფერში რომ წერია, ისეთი ამბავი შეემთხვა გუშინ ჩერგოს,“ - ასე აფასებს ოპოზიციონერი დავით ხასაია თამარ ჩერგოლეიშვილის ქცევას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ოპოზიციონერებსაც იგივე სიმკაცრით სთხოვს პასუხს, როგორც "ოცნების" ხელისუფლებას, რაც პოლიტიკური კულტურის ზრდაზე მიუთითებს.
ხასაიას შეფასებით, მთავარი სანქცია იქნება ის, რომ მომავალ თავისუფალ არჩევნებზე ხალხი ყველას შეცდომას დაიმახსოვრებს და არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს, ვინც ნდობას მართლაც იმსახურებს.
უხერხული, არასწორი და არაფერში რომ წერია, ისეთი ამბავი შეემთხვა გუშინ ჩერგოს.
კარგია, რომ საზოგადოება ოპოზიციონერებსაც ისევე არ პატიობს შეცდომებს, როგორც მოწინააღმდეგეებს - ეს ნიშნავს, რომ ვიზრდებით როგორც საზოგადოება.
ალბათ, მთავარი სანქცია ამ ამბავში ის იქნება, რომ როცა თავისუფალ არჩევნებს მივაღწევთ, ხალხმა დაიმახსოვროს ყველას ყველა შეცდომა და ხმა მისცეს იმას, ვინც მის ხმას იმსახურებს და ფონს “მშვიდობიანად” გაივლის, - წერს ხასაია.
თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.
აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.