„ევროკავშირისგან მკაცრ შეფასებას ველოდებით - გეგელია „ოცნების“ უმოქმედობაზე“

29.08.25 15:29
„ევროკავშირისგან მკაცრ შეფასებას ველოდებით - გეგელია „ოცნების“ უმოქმედობაზე“

ევროკავშირისგან ძალიან მკაფიო და მკაცრ შეფასებას ველოდებით, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია "ოცნების" უმოქმედობას ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, საქართველო შეიძლება დაკარგოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და უკვე დაკარგული აქვს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა, მაშინ როცა მოლდოვა მეტ დაფინანსებასა და კავშირებს იღებს.

საქართველო, როგორც ცნობილია, იქნება გარკვეული განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოველოდოთ ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრ შეფასებას იმ პოლიტიკასთან მიმართებით, რასაც ატარებს საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი და რასაც, სამწუხაროდ, ძალიან მალე შეიძლება, შეეწიროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და უკვე შეეწირა ჩენი მეტო ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი რიგი სახელმწიფოები, მაგალითად, მოოდვა, იღებს მეტ დაფინანსებას - 2 მილიარდს, იღებს მეტ კავშირს, მეტ ურთიერთობებს და ამასობაში, პრალალურად, არათუ მეტს ვერ იღებს, იმასაც ჰკარგავს, რაც მას ისტორიულად ჰქონდა მოპოვებული, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ევროპელი ლიდერები არაფორმალური შეკრებისთვის ემზადებიან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ხვალ, დანიაშია დაგეგმილი.

ოფიციალურად საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ აქვთ, მაგრამ არის მოლოდინი, რომ საუბარი ჩვენს ქვეყანასაც შეეხება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა კვირას, 31აგვისტოს იწურება. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგი.  

 

მსგავსი სიახლეები