ლევან ცუცქირიძე: „ოცნებას“ არც ევროპა უნდა, არც დემოკრატია და არც ხალხის აზრი აინტერესებს

29.08.25 15:38
ლევან ცუცქირიძე: „ოცნებას“ არც ევროპა უნდა, არც დემოკრატია და არც ხალხის აზრი აინტერესებს

რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტსს იზოლაციაში აღმოჩნდება, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე საუბრობს. 

მისი თქმით, "ოცნება" კორუფციასა და ძალაუფლებასაა მიმაგრებული და არ აპირებს ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი – ვიზალიბერალიზაცია.

ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტსს იზოლაციაში აღმოჩნდება. თუ გაგრძელდა ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ქართველები დაკარგავენ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლელობას. "ოცნებას" სურს, მუდმივად იყოს კორუფციასთან ახლოს, მუდმივად ჰქონდეს ძალაუფლება, ქვეყანაში არ იცვლებოდეს ხელისუფლება და ხალხთან კი არ იყოს ხელისუფლება ანგარიშვალდებული, არამედ ხალხი ჰყავდეს მთავრობას დამორჩილებული და შეშინებული. როცა ასეთი მიზნები გაქვს, რა თქმა უნდა, არც ევროპა გინდა, არც დემოკრატია გინდა და არც ხალხის აზრი გაინტერესებს. "ოცნება" ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, - ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

ევროპელი ლიდერები არაფორმალური შეკრებისთვის ემზადებიან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ხვალ, დანიაშია დაგეგმილი.

ოფიციალურად საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ აქვთ, მაგრამ არის მოლოდინი, რომ საუბარი ჩვენს ქვეყანასაც შეეხება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა კვირას, 31აგვისტოს იწურება. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგი.  

 

მსგავსი სიახლეები