ხიდაშელი: "ოცნებას" ბრიტანული სანქციების ძალიან ეშინია

31.08.25 11:30
ხიდაშელი: "ოცნებას" ბრიტანული სანქციების ძალიან ეშინია

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრიტანული სანქციები უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მისი თქმით, ხელისუფლების ლიდერების ისტერიული და უხამსი განცხადებები ლონდონის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ მათ საშინლად ეშინიათ მოსალოდნელი სანქციების. ხიდაშელის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაისში იყო მიღებული, თუმცა პროცესს დროებით ევროკავშირთან კოორდინაცია აყოვნებდა.

მცირედი განცხადებაც კი დიდი ბრიტანეთის მხრიდან სრული ისტერიით სრულდება "ქართული ოცნების" ლიდერების. მაშინვე გაგიჟებული გამოვარდება ხოლმე და სრულ უხამსობებს ლაპარაკობს დიდ ბრიტანეთზე. ამით, მემგონი, ყველაფერი ნათქვამია, რომ ეშინიათ საშინლად ამ სანქციების. ევროკავშირთან მიმართებაში უნგრეთის იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ მძიმე სანქციები არ იქნება. რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი თავად იღებს ყვეა ამ გადაწყვეტილებას და არავის მხარდაჭერა და თანხმობა არ სჭირდება.

ჩემი ინფორმაციით, ჯერ კიდევ მაისში უკვე გადაწყვეტილება მიღებული იყო სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ელოდებოდნენ, ევროკავშირთან მიმართებით რა პროცესი წარიმართებოდა ქვეყანაში, ამიტომ ხვალინდელი დღის ფონზე, მე ვფიქრობ, რომ ეს სანქციები იქნება, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

დიდ ბრიტანეთს "ოცნების" ჩინოვიკების 15 კაციანი სასანქციო სია უკვე მზად აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიცია ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ამ სიაში მოხვდეს თავად ბიძინა ივანიშვილიც.

"ოცნების" ოპონენტებიც ცნობიათ, შავ სიაში ის ადამიანები შედიან, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაში და ადამიანების უფლებების დარღვევაში არიან მხილებულნი.

ამ გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, წინ უძღოდა ბრიტანეთის მინისტრის თბილისში ვიზიტი, რომელიც "ოცნებას" არ შეხვდა.