ბრიტანულ სანქციებს საქართველოსთვის ჯაჭვური რეაქცია ექნება - ექსპერტები
პოლიტიკის ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც ბრიტანულ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს. მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მომავლისთვისაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
გიორგი ფანიაშვილის ამბობს, რომ ლონდონის გადაწყვეტილებებს ხშირად იზიარებენ სხვა დასავლური სახელმწიფოებიც, რაც საქართველოსთვის მძიმე შედეგების წინასწარ მოლოდინს აჩენს.
ბრიტანეთის სანქციებს ითვალისწინებს, როგორც წესი, ყველა სხვა სახელმწიფო, ვისაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ბრიტანეთთან. ანუ როდესაც გასანქცირებს დიდი ბრიტანეთი, ეს ნიშნავს, რომ შენთან ფინანსურ თანამშროლობას და გარკვეულ ინტერაქციებს და საქმის დაჭერას, ერიდებიან სხვებიც: სკანდინავიის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, შეიძლება, იაპონიაც მოერიდოს შენთან საქმის დაჭერას. ძალიან სამწუხაროა და ძალიან სავალალოა და მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში საქართველომ კიდევ უფრო უკან დაიწია. ახლა არის საუბრები, ზუსტად ვერ გეტყვით, ივანიშვილი მოხვდება თუ არა ამ სიაში, მარამ მისთვის სანქციები პრობლემური იმის გათვალისწინებით იქნება, რომ შეიძლება მისი ქონების ნაწილი იყოს ბრიტანეთის იურისდიქციაში მოქცეული, - ამბობს გიორგი ფანიაშვილი.
ფონდის „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორის, ნინო კალანდაძის თქმით, სანქციების მნიშვნელობა მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტებს არ ეხება - ბიძინა ივანიშვილის გავლენა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და დასავლურ ფინანსურ მხარდაჭერას.
ჩვენს მოკავშირეებს რაც ახლა აწუხებთ, არის რუსეთის ფაქტორი და რამდენად მათი ჯერ კიდევ მოკავშირე სახელმწიფოები თანამშრომლობენ რუსეთთან, იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ უკრაინის წინაღმდეგ ომში, დასავლეთის წინააღმდეგ პოლიტიკაში და მიეხმარონ სანქციებს თავი აარიდონ, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.
ბიძინა ივანიშვილზე, რასაკვირველია, საუბარი არის, იმიტომ, რომ ამასობაში, ყველა აღიარებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელიც ამ ვერტიკალს სათავეში უდგას, რომელიც პირდაპირ ატარებს საქართველოში რუსულ პოლიტიკას, შესაბამისად, ქართულ სახელმწიფოს იყენებს რუსეთის მხარდასაჭერად დასავლეთის წინააღმდეგ და ის განკარგავს იმ ფინანსურ თუ ძალაუფლების ვერტიკალს, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, რომ განვითარდეს დემოკრატიული წესით.
ბრიტანეთი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბრიტანეთში აკუმულირება ხდება ამ ფინანსური ინსტიტუტების, ძალაუფლების და მათ შორის, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების ძალიან დიდიდ ნაწილი სიძლიერეს განაპირობებს ის, რომ ისინი არიან სწორედ სლონდონის ბირჟაზე. ამიტომ როგორც ეკონომიკური რყევების თვალსაზრისიტ, ისე უშუალოდ ივანიშვილის კაპიტალისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც სანქციების პირობებში აღარ ექნება და მერე ეს ჯაჭვური რეაქციაა, - ამბობს ნინო კალანდაძე.
დიდ ბრიტანეთს "ოცნების" ჩინოვიკების 15 კაციანი სასანქციო სია უკვე მზად აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიცია ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ამ სიაში მოხვდეს თავად ბიძინა ივანიშვილიც.
"ოცნების" ოპონენტებიც ცნობიათ, შავ სიაში ის ადამიანები შედიან, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაში და ადამიანების უფლებების დარღვევაში არიან მხილებულნი.
ამ გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, წინ უძღოდა ბრიტანეთის მინისტრის თბილისში ვიზიტი, რომელიც "ოცნებას" არ შეხვდა.