მიხეილ ყაველაშვილი გაეროში გამოსვლისას თარჯიმანს დაიხმარს

01.09.25 21:08
მიხეილ ყაველაშვილი გაეროში გამოსვლისას თარჯიმანს დაიხმარს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე თარჯიმანს დაიხმარს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, თარჯიმნის დახმარება გაეროში მიღებული პრაქტიკაა და მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ქართულ ენაზე მიმართავს.

არ არის ეს აუცილებელი, თავისუფლად შეიძლება თარჯიმნის მეშვეობით კომუნიკაცია გაეროში, რაც არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. ქართულ ენაზე, საკუთარ მშობლიურ ენაზე შეუძლია მიხეილ ყაველაშვილს მიმართოს დამსწრე საზოგადოებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

იხილეთ ასევე:

მსგავსი სიახლეები