ცისკარიშვილი: კობახიძემ ყაველაშვილი კრახისთვის გაწირა
„ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილის კრახისთვის გაწირა,“ – ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი "ოცნების" პრემიერის გადაწყვეტილებას გაეროს საპარლამენტო ასამბლეაზე არწასვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კობახიძემ კარგად იცოდა, რომ დასავლეთის ლიდერები მას არ შეხვდებოდნენ და ვიზიტი კრახით დასრულდებოდა, ამიტომ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლა გადაულოცა ყაველაშვილს, რომელსაც „არც ამბიცია აქვს და არც სათქმელი“.
ყაველაშვილს ალბათ არც აქვს ამბიცია, რომ იქ ვინმეს შეხვდეს და დაელაპარაკოს. ან რაზე უნდა ესაუბროს? უბრალოდ ჩავა, დაწერილ სიტყვას წაიკითხავს და წამოვა. პრემიერ-მინისტრი რომ წასულიყო, მას მოუწევდა, როგორც ამბობენ, საიდლაინებზე, ანუ გვერდით შეხვედრები, ორმხირივი შეხვედრები სხვა ქვეყნის ლიდერებთან. და ეს სხვა ქვეყნები იქნებოდნენ მხოლოდ ირანი, ბელორუსი და არ ვიცი, შევხდებოდა ასეთი ავტოკრატიული, აზიური, აღმოსავლური ტიპის ლიდერებს. სხვა, დასავლეთის სამყაროდან არცერთი პირი მას არ შეხვდებოდა და ამ კრახისთვის გადადება საუთარი ვიზიტის, საკუთარი თავის გაწირვა არ უნდოდა, მითუმეტეს, არჩევნების წინ. ამიტომაც არ წავიდა და უშვებს ადამიანს, რომელსაც არ აქვს არანაირი ამბიცია ორმხრივი შეხვედრების გამართვის, არც სათქმელი აქვს არაფერი. დაწერილ ტექსტს წაიკითხავს და წამოვა უკან, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
კობახიძე გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე არ მიდის. მისი განცხადებით, ნიუ-იორკიდან საქართველოს სახელით მსოფლიოს მის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს.