ნინო დოლიძის გამოკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს

03.09.25 13:26
ნინო დოლიძის გამოკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელმა სასამართლო დატოვა - ნინო დოლიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას ძირითადად კითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციებს და შესაძლო ძალადობას.

დოლიძემ გამომძიებლებს აუხსნა, რომ  „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა.

„კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, საპროტესტო აქციებს, როგორც გასული წლის გაზაფხულის დროს, ასევე, ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ასე შემდეგ. ცხადია, კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებითაც იყო. ჩემი პასუხი რა თქმა უნდა იყო ის, რაც არის სიმართლე - „სამართლიანი არჩევნები“ დაარსებიდან იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ამ აქციებზე ვახორციელებდით, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება თუ ასე შემდეგ, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობაში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის დაცვას.

ჩემი შეფასება დაყადაღებასთან დაკავშირებით იგივე რჩება, რომ ეს დაყადაღება არის ზეწოლა და დევნა სამოქალაქო ორგანიზაციებზე იმიტომ რომ ისინი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“,-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისძთვის, მიმდინარე კვირას, ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი NGO-ს ხელმძღვანელი მოწმის სახით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დღეს, სამ სექტემბერს ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე მივიდა. 

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქციებზე ძალადობა მათი სახსრებით ფინანსდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები