იბრძოლეთ ბოლომდე, არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს - ჯანო არჩაია
"ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს"- ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ჯანო არჩაიამ სასამართლოზე, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 11 სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. ისინი საბოლოო სიტყვით მიმართავენ სასამართლოს.
არჩაიამ თანქალაქელებს, ზუგდიდელებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
ჩემს ზუგდიდელებს მივმართავ. მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი. წერილები მომდიოდა, მოვიდა შენი დამწყნარებელიო, მეუბნებოდნენ საკანში. გავხსნიდი და ზუგდიდიდან იყო.
ერთი-ორი სიტყვით პროკურორებს:
დიდი ხნის წინ მივხვდი, რა იყო თქვენი სამსახური. მაგრამ იყო დრო, ვაფასებდით ფორმიანებს. გაწყდა ეს ისევ.
90-იანებში ძაღლებს ვეძახდით ფორმიანებს. დღეს ძაღლებიც აღარ ხართ.
ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვიქნებით და იქიდანაც ვიბრძოლებთ. იქიდანაც დაგამარცხებთ.მეტის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან.
უფალს მადლობა, აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. ზოგიერთი შვილად მეკუთვნის, მე უფროსი ვარ, მაგრამ ძმები ვართ.იმაზე ვნერვიულობ... ისიც აგვეკრძალება, იმ ფუქსებშიც ვეღარ შევხვდებით ერთმანეთსო. მაგრამ მალე ყველა ერთად ვიქნებით გარეთ.
ეთი ჩვენგანი 50-ს უდრის კობახიძის ბანდიდან.ნურაფრის შეგეშინდებათ. არც ციხეა საშიში. ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ხალხისთვის, იქაც არაა არაფერი საშიში. იქაც მაგრად ვართ.
ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს."- ნაწყვეტს ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვიდან "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, მე ვიცავ ჩემი საქართველოს ევროპულ მომავალს - უთხრა მოსამართლეს სინდისის პატიმარმა და თქვა, რომ თავისუფლებისთვის 14 წლიდან იბრძვის.
„მე ვარ ჯანო არჩაია რევაზის ძე, იმ რევაზის შვილი ვარ 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბ კოსტავას გვერდით იბრძოდა. 14 წლის ბავშვი ვიყავი 9 აპრილს და იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა, ჩემი ცხოვრება, ჩემი ბავშვობიდან დაიწყო ბრძოლა, 50 წლის კაცი ვარ და არაფერი გამომიტოვებია, ვიყავი აფხაზეთშიც...
მე არ ვიბრძვი ჩემი სიკეთისთვის, მე ვიცავ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, მე ვიცავ ჩემი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე მინდა ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი. ამის გულისთვის ვისჯები“- თქვა არჩაიამ "პუბლიკას" მიხედვით.
ჯანო არჩაიამ მიმართა დარბაზში მყოფ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მადლობა ჩვენს მეხუთე პრეზიდენტს, სანამ ეს მთავრობა იარსებებს, სანამ რამე არ შეიცვლება, თქვენ ჩვენთვის პრეზიდენტი იქნებით, მადლობა დაფასებისთვის.
მადლობა ჩვენ გმირ ადვოკატს, პერსონალურად მადლობა ბატონ ომარს[ფურცელაძეს], თქვენ ხართ პროფესიონალი. თქვენ გააშიშვლეთ პროკურატურა, სასამართლო. შეიძლება მათ ამის ნახვა არ უნდოდეთ, მაგრამ ამას ხედავს მთელი ქვეყანა.
მე ვარ ჯანო არჩაია, რევაზის ძე. იმ რევაზის ძე, რომელიც 1988 წლიდან მოყოლებული ზვიადის და მერაბის გვერდში იბრძოდა. 14 წლის ასაკში 9 აპრილს მამაჩემის გვერდით ვიდექი. იქიდან ვიბრძვი. 59 წლის კაცი გავხდი, არაფერი გამომიტოვებია, ვიბრძოდი აფხაზეთში. მე ვიცავ საქართველოს ღირსეულ მომავალს. მინდა ჩემ შვილიშვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი, ამის გამო ვისჯებით ჩვენ აქ.
საპატრიარქოს მინდა ორი სიტყვით ვუთხრა და მივმართო მამაოებს, სულიერ შვილებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ, 19-20 წლის გოგო ბიჭებს ცხოვრებას უნგრევენ, ციხეში ყრიან და ამ დროს, ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკაში შესვლა არ გვინდაო. ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა. აქ საუბარია სულიერი შვილების დაცვაზე"- თქვმა მან.
ასევე ნახეთ:
- ვალერი თეთრაშვილი პროკურორებს: "იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით"
- ვიბრძოლოთ ბოლომდე... არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა! - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა