მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს-დონალდ ტუსკი
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
"უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, ღარიბაშვილის გაპრემიერებიდან მალევე, ძალის გამოყენებით "ნაციონალური მოძრაობის"ოფისში დააკავეს. ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.