სქემა გაშიფრულია - როგორ გადასცა ფოთის პორტი ივანიშვილმა გაკოტრებული ჩინურ კომპანიას?

13.10.21 17:19
სქემა გაშიფრულია - როგორ გადასცა ფოთის პორტი ივანიშვილმა გაკოტრებული ჩინურ კომპანიას?

ბიძინა ივანიშვილის საეჭვო კავშირები ჩინურ კომპანიებთან ,,სამოქალაქო იდეის" მიერ გამოცემული მე-8 ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში საუბარია ივანშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საეჭვო კავშირებზე კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანიასთან.

,,სამოქალაქო იდეის" მიერ გაშიფრული სქემაში ნათლად ჩანს, როგორ გააფორმა ივანიშვილმა გაკოტრების პირას მდგომ ჩინურ კომპანიასთან ხელსეკრულება და როგორ გადასცა მათ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. 

თინა ხიდაშელი, რომელიც უკვე წლებია, ჩინურ კომპანიებთან მუშაობს, აცხადებს, რომ ივანიშვილმა და ჩხარტიშვილმა გაკოტრერბულ კომპანიას საგადასახადო სამოთხე შეუქმნა.

ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ჩხარტიშვილის როლი ამ სქემაში, ეს საბუთებშიც ნათლად ჩანს, მაგრამ მხოლოდ მხოლოდ ჩხარტიშვილისთვის ქვეყნის 3 პრემიერი რისკზე არ წავიდოდა. ამიტომაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ოფშორული კომპანიების უკან იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ფიგურა.  

2016 წელს პრემიერმა კვირიკაშვილმა ჩინურ კომპანიას გადასცა ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%, ოღონდ მაშინ ყველამ იცოდა, რომ აღნიშნული კომპანია გაკოტრების პირას იმყოფებოდა. ამ ადგილებს საგადასახადო სამოთხე ჰქვია, რადგან აქ არანაირი საგადასახდო ვალდებულება კომპანიას სახელმწიფოსთან არ აქვს - აცხადებს ,,სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის დამალული ქონება “პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.