ზაზა თავაძე: მოლოდინი გვქონდა, რომ „ლელო“ მემორანდუმით აღებულ ვალდებულებას შეასრულებდა

05.09.25 17:12
ზაზა თავაძე: მოლოდინი გვქონდა, რომ „ლელო“ მემორანდუმით აღებულ ვალდებულებას შეასრულებდა

მოლოდინი გვქონდა, რომ "ლელო" ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებდა, - ასე ეხმიანება გახარიას გუნდის წევრი ზაზა თავაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც საპატირმოს დატოვების შემდეგ თქვა, რომ მათი კოალიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

თავაძის თქმით, მნიშვნელოვანია მემორანდუმის შესრულება, ხოლო 4 ოქტომბრის აქცია ხელისუფლების შესუსტების რეალურ შესაძლებლობად რჩება.

მივესალმებით ნებისმიერი პოლიპატიმრის გათავისუფლებას და ამ რეჟიმის ტყვეობიდან დახსნას. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილოებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ისინი ჩვენთან და საზოგადოებასთან მიცემულ პირობას შეასრულებდნენ და ამაზე ჩვენ მემორანდუმიც გავაფორმეთ. ასე რომ, წინ 4 ოქტომბერია და ვფიქრობ, რომ რეჟიმის შესუსტებისთვის კოალიცია "ლელოსთან" ერთად ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ის პერსპექტივა, რომ "ოცნება" სერიოზულად შევასუსტოთ ადგიობრივი თვითმმართველობის დონეზე, - ამბობს ზაზა თავაძე. 

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

ამასთან, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მათი კოალიცია მონაწილეობას მიიღებს