კალაძის სიძის ახალი სკანდალი - რატომ იმყოფებოდა პაატა აბულაძე "ოცნების" სახელით რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში

05.09.25 20:48
კალაძის სიძის ახალი სკანდალი - რატომ იმყოფებოდა პაატა აბულაძე "ოცნების" სახელით რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში

კალაძის სიძის ახალი სკანდალი - პაატა აბულაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში შეხვედრებს "ქართული ოცნების" სახელით მართავს. სწორედ ამ სტატუსით მოიხსენიებს აბულაძეს დონეცკის ე.წ. ლიდერი.

ვისთვის არის განკუთვნილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების სია, რომელიც დონეცკელმა სეპარატისტებმა პაატა აბულაძეს გადასცეს? - კახი კალაძის სიძე ამ კითხვას არ პასუხობს. ის "პირველებთან" ამბოს, რომ დონეცკში "ქართული ოცნების" სახელით არ მოქმედებდა და ის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმთან პრორუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ წაიყვანა. 

პაატა აბულაძე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გარემოცვის წევრია. ის ოკუპირებულ დონეცკში ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უახლოეს მეგობარ, მამუკა ფიფიასთან ერთად ჩავიდა. ოთარ ფარცხალაძე კი პუტინის კარზე ბიძინა ივანიშვილის კაცად ითვლება. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" მწვანე შუქის გარეშე პაატა აბულაძე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები