ილია თოფურიას ღია კრიტიკის შემდეგ, კალაძემ საცობებზე საგანგებო ვიდეო ჩაწერა
ილია თოფურიას ღია კრიტიკის შემდეგ, კახა კალაძემ თბილისში არსებულ საცობებზე საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა.
დედაქალაქის მერი სატრანსპორტო პრობლემებს ავტომობილების რაოდენობის მკვეთრი ზრდით ხსნის.
მისი თქმით, ბოლო ცხრა წელიწადში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა და 948 ათასს მიაღწია. კალაძე აცხადებს, რომ საცობების შემცირება მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს - სატრანსპორტო პოლიტიკას და ქალაქში არსებულ საცობებს.
პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ძალიან კარგად მესმის თითოეული იმ ადამიანის რომელიც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებში გადაადგილდება და საცობის გამო მნიშვნელოვან დროს კარგავს. ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება შვილს სკოლაში მიაცილებ საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა.
ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის ეს არის ადამიანების დაკარგული დრო ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ.
სწორედ ამიტომ ჩვენთვის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია საცობების შემცირება და გადაადგილების გაუმჯობესება. მოვაწესრიგოთ, განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და როგორც გითხარით ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენთვის.თუმცა, ამ პრობლემაზე საუბრისას აუცილებელია რეალური მიზეზებიც დავინახოთ. მე მინდა, საზოგადოებას რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი გავაცნო, რომელიც ნათლად აჩვენებს რა მასშტაბის სატრანსპორტო დატვირთვასთან გვაქვს საქმე.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თბილისში დაახლოებით 474 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, ხოლო 2026 წლის 26 წლის მეორე კვარტლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 948 000 აღწევს.
ეს ნიშნავს, რომ 9 წლის განმავლობაში დედაქალაქში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა გაორმაგდა.ამასთან, თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 000-მდე ავტომობილი ფიქსირდება.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლის ჯამური რაოდენობა. თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თბილისი მთელი ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყოველდღიურად ჩამოდიან ადამიანები სამუშაოდ, ბიზნეს საქმიანობისთვის, მომსახურეობის მისაღებად ბევრი ავტომობილი გამოიყენება ტაქსისა და სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ცხადია, ჩვენ არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ - ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის, - თქვა კალაძემ.
თბილისში არსებული საცობები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პირველია, რასაც დედაქალაქში შევცვლიდი, - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ „ლა გაძეტა ჯორჯიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე ინტენსიური მშენებლობების ფონზე, აუცილებელია სატრანსპორტო სისტემის გრძელვადიანი დაგეგმვა, რათა მომავალში გადაადგილების პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს.
მსგავსი სიახლეები
როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძე
მანამდე მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად სერიოზულად ეკიდება პარტია არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვას.