ბიბილაშვილი პლენუმს: "კაფკას პროცესის" პერსონაჟს ისე კლავენ, ვერ იგებს რას ედავებიან, ზუსტად იგივე პირობებში ვართ - ვერ ვიგებთ, ვის რას გვედავებიან

17.11.26 14:55
ბიბილაშვილი პლენუმს: "კაფკას პროცესის" პერსონაჟს ისე კლავენ, ვერ იგებს რას ედავებიან, ზუსტად იგივე პირობებში ვართ - ვერ ვიგებთ, ვის რას გვედავებიან

ენმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის არსებით გადაწყვეტამდე მტკიცების საგნის, მტკიცების ტვირთის, მტკიცების სტანდარტისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტების თაობაზე შუალედური განჩინების ან წერილობითი განმარტების მიღებას ითხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე სხდომაზე ენმ-ს წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა დააყენა.

ბიბილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას "კაფკას პროცესი" ახსენა, ნაწარმოებთან და სარჩელთან პარალელი გაავლო და თქვა, რომ როგორც  "კაფკას პროცესის" პერსონაჟმა ვერ გაიგო რას ედავებოდნენ, ისე ვერ გაიგო ვერცერთმა პარტიამ, თუ რომელს რას ედავებიან.

მანამდე კი მასა და მოსამართლე რევაზ ნადარაიას შორის განსახილველი საკიტხი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა: 

მოსამართლე ნადარაია: თქვენ ზოგიერთი ისეთ განცხადებებს აკეთებთ, შეურაცხყოფებს და ა.შ. რომ ზოგიერთი აქ არ უნდა იჯდეს, მაგრამ სასამართლო დგას ასეთი ტიპის განცხადებებზე მაღლა  და ამას არ შემოიტანს სასამართლო სხდომის დარბაზში. 

ზაზა ბიბილაშვილი: ჩემი აზრით, პირად შეურაცხყოფაზე გაცილებით უარესია, როცა ქვეყნის პირველი პირი,  პრემიერ-მინისტრი პირველ, მრავლობით პირში რომ საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოზე, ეს შეურაცხყოფაზე უარესია. 

მოსამართლე ნადარაია: მე გარეთ პოლიტიკოსების, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, უმძიმესი შეფასებები სასამართლოზე,  მე ეს არ შემომაქვს და არ ვიხილავ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი. 

ზაზა ბიბილაშვილი: მე ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქე ისე ვიტყვი, რომ რომ ვიყო მოქალაქე რომელიც უყურებს როგორ საუბრობს პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოზე პირველ პირში ...

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო ზაზა, თქვენ რა გნებავთ? შუამდგომლობა ხომ უნდა დაასრულოთ, თუ უნდა განვიხილოთ ახლა პრემიერმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირმა რა განცხადებები გააკეთა ეს განვიხილოთ?

ზაზა ბიბილაშვილი: აგაშენათ ღმერთმა ბატონო მოსამართლევ. მე ზუსტად იმას ვითხოვ, რომ თქვენ მხარეებს დაუდგინოთ წინასწარ გასაგები, მკაფიო და განჭვრეტადი კრიტერიუმები, თუ რას გევდავებიან და რა არის ის სტანდარტი, რომელის ფარგლებშიც თავი უნდა დავიცვათ. ჩვენ არ გვევალება რომ 200000 რაღაცაზე გავცეთ პასუხი, ერთი კითხვაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ პროცესი არასწორად მიდის. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზაშეზონილობაზე, სიმწიფესა ან უმწიფრობაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეუძლებელია ვიცოდეთ, "კაფკას პროცესი" ალბათ ყველას წაკითხული გაქვთ, იქ კაცს ედავებიან, ბოლოს კლავენ ისე, რომ ვერ იგებს რას ედავებიან. ზუსტად იგივე პირობებში ვართ ახლა, ვერ ვიგებთ, ვის რას ედავებიან, მხარემ ან მე რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიღაც აქციას ეთანხმებოდა თუ გმობდა, მე მაგალითად ვემიჯნები 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებას, დაისვა ამაზე კითხვა? რატომ არ დაისვა? 

[]

მოსამართლე ნადარაია: ჩამომიყალიბეთ მოთხოვნა, რას ითხოვთ.

ზაზა ბიბილაშვილი: კარგით გადავახტები მსჯელობას. 

ზაზა ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება, ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც საქმეში განსაზღვრავს მტკიცების საგანს თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებატა შეფასების სტანდარტებს. 

 

მსგავსი სიახლეები