"აბა, გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი" - ხაბეიშვილი კალაძის მუქარას პასუხობს
ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის მუქარას პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დედაქალაქის მერს უთვლის, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე, "ოცნებისგან" განსხვავებით, მოქალაქეების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ექნება, თუმცა ადამიანების ცემის და გატაცების უფლებას ხალხი აღარ დაუშვებს.
"დაელოდეთ ხალხის განაჩენს და აბა, გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი", - ამბობს ხაბეიშვილი.
კალაძე ბრიქაობის ნაცვლად დაინტერესებული რომ იყოს ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე მაინც
გამოეძიებინათ, ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, მათ შორის თქვენი კოლეგები, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე მაინც რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად იწელება ეს კაცი, მაგრამ დღევანდელ დღეს მე რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია.უკაცრავად, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს გადადის და კონსტიტუციას, ეგ არის ხალხი, რომლებიც კანონსაც გადადიან, კონსტიტუციასაც. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას, თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ პოლიციის მანქანებში, კი, ამას გავბედავთ და დამშვიდდი, დადინჯდი, რადგან გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება მშიშარა კაცის გამომეტყველებას ჰგავს და სწორად გეშინია - 4 ოქტომბერს, ივანიშვილი, შენ და შენნაირი “კუდაბზიკები” დაელოდეთ ხალხის განაჩენს და აბა, გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი, ამ შემთხვევაში მართლა მიიღებთ მრისხანებას, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მსჯელობის ერთ-ერთი თემა 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციაა.