ხაბეიშვილი: „ოცნების“ დამფუძნებლები მზად არიან, საკუთარი შექმნილი ბოროტების მანქანა თავადვე დაანგრიონ

08.09.25 15:45
ხაბეიშვილი: „ოცნების“ დამფუძნებლები მზად არიან, საკუთარი შექმნილი ბოროტების მანქანა თავადვე დაანგრიონ

"ოცნების" ყოფილი წევრები, ვინც თავად შექმნეს ბოროტების მანქანა, მზად არიან, თავადვე დაანგრიონ ეს მანქანა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებსა და ივანიშვილის უახლოეს გარემოცვაში უკვე გაჩნდა უკმაყოფილება, რადგან სისტემა „საკუთარ შვილებს“ ერჩის .

ხაბეიშვილის თქმით, ისინი დღეს საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობენ და იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ქვეყნის სასარგებლოდაც უნდა იმოქმედონ.

ნუ გამორიცხავენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი ჭეშმარიტება, სიმართლე: აი, თავად რომ შექმნეს ეს ბოროტების მანქანა, ის ხალხია მზად, რომ ეს ბოროტების მანქანა დაანგრიოს. ადამიანები, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" დამფუძნებლები, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა, ვისზეც დგას დღემდე ბიძინა ივანიშვილი, ის ხალხი არიან, რომლებსაც აღარ უნდათ იმის ყურება, როგორ ესვრიან ძმაკაცებს, მაგალითად, რიჟვაძეს როგორ ესროლეს, როგორ იჭერენ მიქაუტაძეს, როგორ მიადგნენ ჯუანშერს, ღარიბაშვილს. ანუ სისტემამ თავისივე შვილების ჭამა დაიწყო და ეს ხალხი, ცხადია, ფიქრობს გადარჩენაზე საკუთარი თავის და უკვე ხვდებიან, რომ ქვეყნის სასარგებლოდაც რაღაც უნდა გააკეთონ. თავად შექმნეს ბოროტების მანქანა და თავად დალეწავენ ამ ბოროტების მანქანას ის ადამიანები, ვინც ეს სისტემა შექმნა, - ამბობს ხაბეიშვილი. 

"ქართული ოცნება" ყოფილ თანაგუნდელებს გაგდებულებს უწოდებს - "[ქართული ოცნებიდან] ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ" თქვა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.  

მსგავსი სიახლეები