გამორიცხული არ არის, რომ რიჟვაძე დატყვევებული ჰყავდათ - ზოდელავა
რიჟვაძის საქმეზე „ოცნებას“ ოფიციალური ვერსიის გაჟღერება ვერ შეუძლია, რადგან ნებისმიერ განცხადებას მისი ოჯახი ბრიფინგით დაანგრევს და სიმართლეს მოყვება, - ამის შესახებ პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა საუბრობს.
მისი თქმით, საქმე შესაძლოა, უკავშირდებოდეს რიჟვაძის წინასწარ დატყვევებასა და მასზე ზეწოლას, რის შემდეგაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ზოდელავა ამტკიცებს, რომ თვითმკვლელობის ვერსია ოჯახის წევრებსაც არ სჯერათ და თორნიკე რიჟვაძის გამომძიებელი მამა „ასეთ სისულელეს“ არ დაიჯერებდა.
ოფიციალური ვერსია არ გაუჟღერებია "ოცნებას" და ვერც გააჟღერებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ დღეს ვერსიას გააჟღერებენ, ხვალ რიჟვაძეების ოჯახი გამართავს ბრიფინგს და მოყვება იმ სიმართლეს, რომელიც ამ ვერსიასაც დაანგრევს და "ოცნებასაც" დაანგრევს, შიგნიდან ააფეთქებს "ოცნებას". ამბით, რომელიც შეიძლება, იყოს იმდენად შემზარავი, რომ გაგვაოგნოს, "ქართული ოცნების" მომხრეც გააოგნოს თავისი სიმძიმით, დანაშაულეობრიობით, სისხლიანობით, ძალიან მძიმე ამბით, იმიტომ, რომ ვერსია ძალიან ბევრი არსებობს.
არ არის გამორიცხული, რომ მანამდე ჰყავდათ დატყვევებული და იმ სახლში თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი და შემდგომ უკვე, ამ დღეების განმავლობაში, მასზე ზეწოლის შემდგომ მოხდა ის სიმძიმეები, როცა ერთმანეთს ესროლეს. ისეთი სისულელეები ამოიფრქვა "ოცნებიდან" ამ დღეების განმავლობაში, თუ თვეების განმავლობაში, რომ არც მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, არც ოჯახს არ სჯერა და არავინ ბრიყვი არ არის აქ.
თორნიკეს მამა არის 15 თუ 20 წლიანი გამოცდილების გამომძიებელი. არ ეს ადამიანი მეეჭვებდა, რომ ამ სისულელეს ჭამდეს, სჯეროდეს იმ იდიოტიზმის, რომ თავი მოიკლა, მერე რაღაც წერილი დატოვა, მერე ის წერილი ვიღაც ეთქნმა იპოვა, - ამბობს ზოდელავა.
თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ადვოკატი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე იარაღი არ იკვეთება. მანამდე ოფიციალური წყაროები ამტკიცებდნენ, თითქოს სათვალთვალო კამერებმა რიჟვაძე დააფიქსირა ფანჩატურისკენ მიმავალ გზაზე, როცა ის ალექსი ახვლედიანის მიტოვებულ იარაღს იღებდა.
ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ჩანაწერის გასაჯაროება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროებას არ ხედავს.