კირთაძე: რიჟვაძე საკუთარ თავს არ ესროდა, მასზე ზეწოლა მხოლოდ ივანიშვილს შეეძლო

08.09.25 17:25
კირთაძე: რიჟვაძე საკუთარ თავს არ ესროდა, მასზე ზეწოლა მხოლოდ ივანიშვილს შეეძლო

 

 

„თუ კადრები, რომლებიც თორნიკე რიჟვაძის საქმეში ამოიღეს, სრულად ამტკიცებს მათ ვერსიას, "ოცნება" აუცილებლად გამოაქვეყნებდა,“ - აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი კირთაძე.

მისი თქმით, ჩანაწერებში დეტალებია, რომელთა გამჟღავნება არ სურთ, ან საზოგადოებას დაჩეხილ კადრებს შესთავაზობენ.

კირთაძის განცხადებით, 36 წლის რიჟვაძე საკუთარ თავს არ ესროდა და თუ მაინც ასე იყო, ეს პირდაპირ ამძიმებს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ისეთი ზეწოლის განხორციელება, რაც თვითმკვლელობამდე მიიყვანდა. 

თუ მათ ვერსიას ბოლომდე ამტკიცებს ის კადრები, რომელიც ამოღებული იქნა იმ სახლიდან, სადაც თორნიკე რიჟვაძეს ესროლეს, მაშინ ისინი ამ კადრებს გამოაქვეყნებდნენ. როგორც ჩანს, არის იქ რაღაც დეტალები, რომლის გამჟღავნებაც მათ არ უნდათ ან რაღაც დაჩეხილი კადრები უნდათ, შემოგვთავაზონ. 

ახალგაზრდა კაცი, 36 წლის კაცი არ ესროდა საკუთარ თავს და თუ მართლა ასეა, მაშინ ეს კიდევ ბევრად უფრო ამძიმებს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას. რა უთხრეს თორნიკეს? რით დაემუქრნენ ისეთით, რომ ის მივიდა თვითმკვლელობამდე. ბუნებრივია, იმ სასაცილო არგუმენტების, რომ საზოგადოების ზეწოლა, ჟურნალისტები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ახდენენ ზეწოლას, ამის არავის სჯერა. ჩვენ ვიცით თორნიკე რიჟვაძე და გვქონდა მასტან შეხება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასზე შეეძლო მაშინ ამ მასშტაბის ზეწოლა განეხორციელებინა, ეს არის ბიძზინა ივანიშვილი.

"გაგდებულები" დაუძახეს იმ ხალხს, ვინც გუნდიდან გაუშვა. "გაგდებულებიდანაც" კი ყველაზე ცუდად და სასტიკად მოექცნენ თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გასწირეს, - ამბობს გიორგი კირთაძე. 

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ადვოკატი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები უხარისხოა და მათზე იარაღი არ იკვეთება. მანამდე ოფიციალური წყაროები ამტკიცებდნენ, თითქოს სათვალთვალო კამერებმა რიჟვაძე დააფიქსირა ფანჩატურისკენ მიმავალ გზაზე, როცა ის ალექსი ახვლედიანის მიტოვებულ იარაღს იღებდა.

ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ჩანაწერის გასაჯაროება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროებას არ ხედავს. 

 

მსგავსი სიახლეები