არანაირი დარბევა არ იგეგმება - კახა კუჭავა აქციაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას, განმარტებით, რუსთაველზე დღეს აქცია მშვიდობიან ფორმატში გაიმართება და მისი დარბევა არ იგეგმება.
არანაირი სიტყვა დარბევა არც გამოიყენოთ, არც იგეგმება და ვერც იქნება ფიზიკურად, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი სახის მშვიდობიანი აქცია მშვიდობიან ფორმატში ჩატარდეს და მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი ნება - აცხადებს კახა კუჭავა.
ტვ პირველის ინფორმაციით, რუსთაველზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი.