ზარქუა ქალ აქტივისტებს ლანძღავს: სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ
კახა კალაძის შემდეგ ქალი აქტივისტები "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამაც გალანძღა.
"სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ" - თქვა ზარქუამ მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაზე საუბრისას.
მეტიც, ზარქუამ აქციის მონაწილეებს პროტესტისთვის ადგილი მოუხაზა:
იქ ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ლანძღავენ, უშვერი სიტყვებით იგინებიან და ამაზე შემდგე არის პასუხი.
თქვენ გაქვთ გამოყოფილი თქვენი ადგილი, შესაძლებლობა, რომ გამოხატოთ თქვენი წუხილები, თუ ა.შ.. თვეებია უკვე დგახართ, ვინმემ ხელი შეგიშალათ? უკვე იმდენად გათავხედით, რომ მმართველი პარტიის ოფისთან მოდიხართ, მერამდენე დღეა," - ამბობს ზარქუა.
"ოცნების" წევრმა ელჩებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი "უნამუსოები, არა კომპეტენტურები და ლაჩრები არიან".
გამოვა რომელიმე ელჩი და რამეს იტყვის ჩვენი პარტიის მისამართით და ათმაგს ვეტყვით მათი უნამუსობის შესახებ. ჩამოგენგრათ თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო ევროკავშირი. თქვენი უნიათო პოლიტიკის გამო და რუსეთი კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა, კიდევ უფრო მეტად, რომელიც უკვე ტერიტორიებს გთხოვთ და იქით გკარნახობთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ უნამუოსები, არა კომპეტენტურები, ლაჩრები ხართ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.