გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში "ოცნების" რეგიონულ ოფისს უხელმძღვანელებს
გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში "ქართული ოცნების" რეგიონულ ოფისს უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაციას "მარნეულიTV" ავრცელებს.
შინჯიკაშვილი "ქართული ოცნების" რეგიონულმა მდივანმა, დიტო სამხარაძემ წარადგინა.
პირველ რიგში, მინდა გიორგი შინჯიკაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო. მისი თაოსნობით და ჩართულობით არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, რეგიონული ოფისები არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა დიტო სამხარაძემ.
გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, თუმცა თანამდებობა მაისში დატოვა. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ გიორგი შინჯიკაშვილს და გდდ-ს აწ უკვე ყოფილ უფროსს, "ხარებას" ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონდათ. პერიოდულად ასევე ვრცელდებოდა ცნობები ამ დაპირისპირების გამო გიორგი შინჯიკაშვილის და "ხარებას" თანამებრძოლების ანგარიშსწორებების შესახებ.