თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში სლოვაკეთის ელჩი გაიცნო და ფოტო გადაიღო
თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში სლოვაკეთის ელჩი გაიცნო და ფოტო გადაიღო - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, თამარ ტალიაშვილმა გამართა გაცნობითი შეხვედრა აშშ-ში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რადოვან იავორჩიკთან.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს, მათ შორის, აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა და რეგიონალური და საეთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, როგორც არსებული შესაძლებლობების, ასევე გამოწვევების თვალსაზრისით. ასევე ხაზი გაესვა ზემოხსენებული ურთიერთობების სამომავლოდ გაღრმავების შესაძლებლობებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.