მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული (ფოტოები)

14.10.21 14:51
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული (ფოტოები)

"ტვ პირველის" კამერამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულის რაზმის მობილიზების ამსახველი კადრები გადაიღო. 

სამართალდამცავთა უპრეცენდენტო მობილიზებაა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოშიც.

"ტვ პირველის" კორესპოდენტების ცნობით, შსს-ის სპეცდანაყოფების გადაადგილება შეინიშნება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც. 

ტვ პირველის ინფორმაციით, რუსთაველზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები