ელისაშვილი: თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს

10.09.25 12:16
 ელისაშვილი: თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს

ვაკეში სპორტის აკადემიის ტერიტორია ცათამბჯენის მშენებლობას ეთმობა. ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ თბილისის „ყველაზე კორუმპირებული მერის“, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, აკადემიის აღდგენის პროექტი ჩაშლილია და მის ნაცვლად 230-მეტრიანი, 70-სართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი.

ელისაშვილის თქმით, საქმე კორუფციულ გარიგებას უკავშირდება, ხოლო 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მისი გუნდი მოქალაქეებს სპორტის აკადემიის დაბრუნებას ჰპირდება. 

1938 წელს, ვაკეში, ლავრენტი ბერიამ ააშენა ფიზკულტურის ინსტიტუტი. ეს შენობდა იდგა, ჩემს უკან რაც ცანს და აღარაფერი აღარ არის, ამ დგილას იდგა. და ეს ინსტიტუტი, ბოლო პერიოდში მას სპორტის აკადემია ერქვა, სპორტის აკადემია ვაკეშ არსებობას ასრულებს თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის, კახი კალაძის გამო. იმიტომ, რომ აქ იყო დაგეგმილი მშენებლობა და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე აპირებდა აეშენებინა ცათამბჯენი, 180 მეტრიანი, თუმცა მისი პირველი, ქვედა ნაწილი იქნებოდა სპორტის აკადემია, იმიტომ, რომ დაინგრა აქ და აქვე უნდა აღდგენილიყო და ზედა ნაწილი იქნებოდა მხოლოდ ბიზნესცენტრი და ა.შ. მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო ისედაც ამ გადატვირთულ ვაკეში, საცობებით გატანჯულში, მაგრამ ერთი შვება ის იყო, რომ სპორტის აკადემიაც უნდა აღდგენილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კალაძემ, რომელსაც ორად ორი დარდი აქვს ცხოვრებაში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მოიპაროს და იმ მოპარული ფულით წავიდეს კოსმეტიკის სახელოსნოში და ბოტოქსები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს და ბოლო დროს ახალი ვნება აქვს, რომ გოგოებსა და ქალებს მიუქსიოს ვიღაც ფარჩაკი არაკაცები, ტიტუშკების მერი რომ გახდა სინამდვილეში - მოკლედ, მაგ კაცმა, როგორც ჩანს, აიღო კიდევ უფრო მეტი ქრთამი ამ ნოშიკო ნამორაძისგან და აქ სპორტის აკადემია, ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი აღარ აშენდება და აშენდება კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი. თუ უნდა აშენებულიყო 180-მეტრიანი და 50-სართულიანი, ახლა აშენდება 230- მეტრიანი და 70-სართულიანი. ჩაიჯიბა, როგორც ჩანს, ფული. უფრო სწორად, ასეთი პროექტი შეითანხმეს სულ ცოტა ხნის წინ. ასეთი მერი ჰყავს ქალაქს, ასეთ რამეს უმზადებს ამ სივრცეს. ვულოცავ ვაკელებს, რომ თუ რამე აკლდა, ეს ცათამბჯენი იყო, ახალი მანქანები და ახალი საცობი. რა თქმა უნდა, ამას შავი იუმორით ვამბობ. ყველა ვაკელმა მაინც იცის, ამ ადგილას რა ჯოჯოხეთი ხდება ხოლმე პიკის საათებში. ასეთი პროექტი შეითანხმა კალაძემ, თუმცა პროექტის შეთანხმება არ ნიშნავს აშენებას - 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გამოვაგდებთ კალაძეს, ბოტოქსებიან აფერისტს, თავისი კაბინეტიდან და იმ კაბინეტში შევა ირაკლი კუპრაძე, ეს პროექტი არ აშენდება და აქ დაბრუნდება სპორტის აკადემია. ამის პირობას ვიძლევით ყველა თბილისელის წინაშე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები