ვიზალიბერალიზაცია, პოლიტპატიმრები და სამომავლო გეგმები - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები დიპკორპუსს ხვდებიან

10.09.25 16:24
ვიზალიბერალიზაცია, პოლიტპატიმრები და სამომავლო გეგმები - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები დიპკორპუსს ხვდებიან

პოლიტპატიმრები, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე, მელიქიშვილზე მომხდარი ძალადობა და დაანონსებული აქცია - ამ საკითხებზე „ცვლილებებისთვის“ ლიდერები დიპლომატიურ კორპუსთან მსჯელობენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, ქვეყნის კრიტიკული მდგომარეობის პირობებში აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ისაუბრონ როგორც ოპოზიციის გეგმებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების შესახებ, ისე იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს იზოლაციასა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას.

მისივე თქმით, დიპლომატებთან საუბრის მთავარი თემები იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი და 13 სექტემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

ძალიან კრიტიკულ მომენტშია საქართველო იმ პირობებში, როდესაც რუსული ოცნება, პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მოხვდეს სრულ იზოლაციაში, პოლიტიკურ იზოლაციაში, ეკონომიკურ იზოლაციაში. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის სერიოზული საფრთხეა. ბუნებრივია, ჩვენ, ოპოზიცია, ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი ხედვა, როგორ ვაპირებთ, რომ "ქართული ოცნება" გავუშვათ, როგორ ვაპირებთ, რომ არ დავუთმოთ რუსებს ეს ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. 13-ში ჩვენ გვაქვს აქცია, შესაბამისად, ჩვენი საპროტესტო გეგმების შესახებაც გვექნება საუბარი. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებზე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებზე და არა მხოლოდ. ყველა პოლიტიკურ პატიმარზე, სინდისის პატიმრებზე, - ამბობს ელენა ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები