ხმაური და დაპირისპირება რუსთავში - "ოცნების" აქტივისტები აქციაზე მომავალ ადამიანებს თავს დაესხნენ
დაპირისპირება რუსთავის შესასვლელთან - "ქართული ოცნების" აქტივისტებმა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალ ადამიანებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
არსებული ინფორმაციით, აგრესიული პირები ავტომობილში მყოფ ადამიანებს ხელითაც შეეხნენ.
ადგილზე პოლიციის არასათანადო რაოდენობაა. სამართალდამცველები აგრესიულ მოქალაქეებს ვერ აკავებენ.
"ქართული ოცნების" აქტივისტების კონტრაქციას მმართველი პარტიის მხარდამჭერი, ე.წ. ,,დოღრიალა" უწევს ორგანიზებას.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სკანდალური ფაქტებით ირკვევა, რომ რუსთაველი "დოღრიალა", იგივე გიორგი თაბუკაშვილი, 2 ოქტომბერს თავის მოჭრით ემუქრებოდა მათ, ვინც ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდა.