საგანგებო შეკრება "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში (ფოტოები)
"ქართული ოცნების" მთავარ ოფისში საგანგებო მობილიზებაა - ფოტოებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"ტვ პირველის" კამერამ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის პარტიის ოფისში ათეულობით ახალგაზრდა გადაადგილდება.
ადგილზე შეკრებულები ამტკიცებენ, რომ "ოცნებამ" ისინი მთავარ ოფისში კალათბურთის საყურებლად დაპატიჟა.
ასევე, შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს არაეართხელ დაუპირისპირდნენ - გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს.
ე.წ. ტიტუშკების იდენთიფიცირების მიუხედავად, მოძალადეების დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. მეტიც, "ქართულმა ოცნებამ" მომიტინგეებს უჩივლა.
- ფაქტებთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა მუხლით გამოძიება დაიწყეს: ჯგუფური ძალადობა, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა და ნივთის დაზიანების ან განადგურება, 9 სექტემბერს კალაძის ბანერის დაზიანების გამო ნაკლების ჩვენება