"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმის ორგანიზატორი რუსთაველი "დოღრიალაა"
რუსთაველი "დოღრიალა", იგივე გიორგი თაბუკაშვილი, "ქართული ოცნების" მაშველი რგოლი დღეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა - "ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი თაბუკაშვილია სწორედ ის პირი, ვინც რუსთავში ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორია.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალ ადამიანებს კვერცხები და ცოცხები რამდენიმე წუთის წინ დაუშინეს.
არსებული ინფორმაციით, აგრესიული პირები ავტომობილში მყოფ ადამიანებს ხელითაც შეეხნენ.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სკანდალური ფაქტებით ირკვევა, რომ რუსთაველი "დოღრიალა", იგივე გიორგი თაბუკაშვილი, 2 ოქტომბერს თავის მოჭრით ემუქრებოდა მათ, ვინც ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემდა.