პეტერ ფიშერი ტრაგიკული პიროვნებაა - კობახიძე
„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს "ტრაგიკულ პიროვნებას" უწოდებს.
მისი თქმით, გაძევებასაჩუქარი იქნებოდა:
„ფიშერი არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, მისი დაცვა, რავიცი, ესეც ტრაგიკული აქტია, თუმცა არ მინდა ამაზე განსაკუთრებული კომენტარი გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ გაძევება მისთვის იქნებოდა საჩუქარი. ტრაგიკულია, როცა ხაზარაძის მდგმური ხარ, მეტი ტრაგედია რა არის"- თქვა მან.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა.
„კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.