კობახიძე იმუქრება, რომ უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე დაასრულებს და თან ისე, რომ აღარ განმეორდეს
ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ რუსთაველი გამზირზე აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკვეთის პრაქტიკას აღკვეთს.
ამის შესახებ განცხადება მან 11 სექტმბერს გააკეთა.
"გამოდის 20 კაცი და აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს იმით, რომ კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ეს უნდა დასრულდეს, ეს დამთავრდება. ხალხი ამას მოთმინებით უყურებს, ჩვენც მოთმინებით ვუყურებთ, მაგრამ ერთხელ ამას აუცილებლად დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს“, - თქვა კობახიძემ.