მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში გაუშვა, ზოდელავას საპატიმრო გირაო შეუფარდა
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000 -ლარიანი გირაო შეეფარდა.
ხაბეიშვილსრუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
დაცვის მხარე მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში კი სასამართლოს გირაოს გამოყენება და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებები შესთავაზეს. მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის, შინაპატიმრობის გამოყენება. ასევე, შესთავაზეს განცხადებების გაკეთების შეზღუდვაც.