4 ოქტომბრის დიდი სახალხო შეკრების სამზადისს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ

17.09.25 20:47
4 ოქტომბრის დიდი სახალხო შეკრების სამზადისს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ

4 ოქტომბრის დიდი სახალხო შეკრების სამზადისს, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ. 4-ში 4 საათზე თავისუფლებისთვის მებრძოლების მშობლების ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მხარდამჭერებს ელოდებიან. 

დედები რუსთაველის გამზირზე  4 -ში  დროშებით და საკუთარი შვილების სახელით მივლენ. საგანგებო ბრიფინგი დღეს დედებმა ლევან ხაბეიშვილის დედასთან ერთად გამართეს. 

გადამწყვეტ დღემდე 17 დღე დარჩა. ის, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ თითქმის 300 დღეა ქუჩაში დგას, ამბობს, რომ ახლა აუცილებელია დიდი ერთობა, ამიტომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გულშემატკივრებს და ოცნების პოლიტიკის გამო გაბრაზებულ ადამიანებს რუსთაველზე რეგიონებიდანაც ელიან. 

შეკრება ეროვნული დროშებით! გამოცხადებულ დიდი სახალხო შეკრებამდე აქციის ორგანიზატორები აპირებენ, დაარწმუნონ ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები რომ გამარჯვება გარდაუვალია. 

4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ამ დღეს ციხეში ელოდება. სუს-მა ხაბეიშვილი სრულ იზოლაციაში მოაქცია. მას ჩამოართვეს წერილების გამოგზავნის უფლება და სატელეფონო ზარების უფლება.