ექსძალოვნები მოქმედ კოლეგებს: 4 ოქტომბერს მეორედ უნდა ეწოდოს "დიდგორი", იბრძოლეთ ხალხის გვერდით
ექსძალოვნები მოქმედ კოლეგებს მიმართავენ და მოუწოდებენ, სამშობლოს წინაშე დადებული ფიცი შეასრულონ. თადარიგის ვიცე–პოლკოვნიკი გრიგოლ გურული ამბობს, რომ სწორედ ახლა წყდება ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველანი ხალხის გვერდით დადგნენ და იბრძოლონ ისე, თითქოს უკან დასახევი გზა არ არსებობდეს.
ჩემს ხელში, ალბათ, მინიმუმ, 10 ათასობით ჯარისკაცს, სამხედროს გამოუვლია და ყველა მიცნობს და იცის, რომ არასდროს შევგუებივარ და არასდროს შევეგუები უსამართლობას. ამიტომ, თქვენც მოგიწოდებთ, გადადგით თავისუფლად ის ნაბიჯი, რაც გაგათავისუფლებთ ყოველგვარი შეზღუდვებისგან. ჩვენ ყველა თქვენს გვერდით ვიქნებით. ჩვენ გავერთიანდებით და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სწორად წარმართვას. საქართველოს ბედი, ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და დრო თითქმის აღარ გვრჩება და იწურება. დაგვრჩა ძალიან ცოტა და ამისთვის საჭიროა, რომ ყველანი გავერთიანდეთ. ყველა ერთად დავდგეთ, არცერთმა ჩვენგანმა უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ ისე, თითქოს უკანა გზები ჩახერგილი გვქვს, ამიტომ "დიდგორი - ძლევაი საკვირველი" მეორედ უნდა ეწოდოს 4 ოქტომბერს, - ამბობს თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი გრიგოლ გურული.
ექსძალოვანი გრიგოლ საკანდელიძე მოქმედ კოლეგებს მოუწოდებს, არ დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს და ხელი არ აღმართონ მათზე.
ყველას ვთხოვ, ვისაც კი ვიცნობ საქართველოში, რომ დაიცვან ქართველი ხალხი, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, დაიცვან ჩვენი ქართველი გმირების დანატოვარი, ვისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს და დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. არ დაუპირსპირდნენ ქართველ ხალხს, არ შეასრულონ რუსეთის გეგმა, რუსეთია განზრახვა და ხელი არ აიღონ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამბობს თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი გრიგოლ საკანდელიძე.
კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი ლევან ალუხაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ბრძოლა გადამწყვეტია და მნიშვნეოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ქვეყნის სწორი კურსი დასავლეთია.
4 ოქტომბერი ეს იქნება გადამწყვეი ბრძოლა ჩვენთვის. ჩვენ რევანშისთვის არ ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველომ იცხოვროს დემოკრატიაში, დემოკრატილ საწყისებზე და იყოს სამართალი ჩვენს ქვეყანაში. გვქონდეს იმის არჩევანი, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ და არავინს ამის გულისთვის არ გვდევნიდეს და არ გვაგდებდეს სამსახურიდან. მოგმართავთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. დავფიქრდეთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთი, - ამბობს თავდაცვის სამინისტრის ყოფილი თანამშრომელი ლევან ალუხაშვილი.
გუშინ სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს გადამდგარმა თანამშრომლებმა სისტემაში დარჩენილ კოლეგებს საგანგებო განცხადებით მიმართეს. საუბარია ექსძალოვნებზე, ვეტერანებზე, რომლებიც ემირაციაში იმყოფებიან.
ვეტერანების თქმით, საქართველო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა და აუცილებელია ერთიანობა, რათა ქვეყანას დაეცვას რუსეთის გავლენისგან და უპერსპექტივო მომავლისგან.
მათი განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას მეორედ გასაბჭოებას უქადის და ამისთვის იყენებს სწორედ იმ ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ხშირად უსიტყვოდ ასრულებენ დანაშაულებრივ ბრძანებებს.
მიმართვაში ხაზგასმულია მოწოდება: დარჩენილმა თანამშრომლებმა „გამოეცალონ ბოროტ სისტემას, შეასრულონ ფიცი და ემსახურონ არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს“.