"ოცნებას" ძალიან რთული საუბარი ელოდება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან - ზაალ უდუმაშვილი

18.10.21 11:24
"ოცნებას" ძალიან რთული საუბარი ელოდება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან - ზაალ უდუმაშვილი

"ქართულ ოცნებას" ძალიან რთული საუბარი ელოდება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა. 

ენმ-ში დარწმუნებულები არიან, რომ ლოიდ ოსტინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც დასვამს კითხვას.

მნიშვნელობა აქვს, როდის ჩამოდის აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში, როდესაც საქართველოში უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს - მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, ქვეყანას არჩევნების მეორე ტური ელოდება. ამ ფონზე კი ჩვენ ყოველდღიურად გვესმის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან უმკაცრესი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ვიზიტისას, თავდაცვის საკითხები, რა თქმა უნდა, განხილული იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, განხილვის თემა იქნება პოლიტიკური საკითხებიც. საუბარი რომ შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამაში დარწმუნებული ვარ"- უთხრა "ტვ პირველს" უდუმაშვილმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოშია. 

ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ  განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს რომ ქვეყნებისთვის NATO-ს კარგი ღიაა.  ოსტინი მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას, რომ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად.

მსგავსი სიახლეები