ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! - სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი და მიმართვა EU-ს

29.09.25 21:08
ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! - სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი და მიმართვა EU-ს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი ევროკავშირია. დადექით ქართველი ხალხის გვერდით, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა - ეს სათქმელი ჰქონდა, დღეს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმიდან სალომე ზურაბიშვილს დასავლეთისთვის.

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნა საქართველოში რუსეთის გავლენების მხილებისთვისაც გამოიყენა. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირი გააკრიტიკა, რადგან მისი შეფასებით სანამ ევროპა პასიურობს, კრემლი მოქმედებაშია და ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მიზნების მიღწევას ყველა რესურსით, მათ შორის დიდი ფულით ცდილობს.

ის რაც ვერ თქვა ყაველაშვილმა გაეროში, ზურაბიშვილმა ვარშავაში გაახმოვანა და რუსეთი საქართველოს ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა. ამ სიტყვით გამოსვლის გამო კი "ოცნებამ" მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმის ახალი სერია წამოიწყო.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები ვარშავაში პანელურ დისკუსიაზე გააკეთა, სადაც ევროკავშირის სამომავლო გაფართოებაზე მსჯელობდნენ. მეხუთე პრეზიდენტის სიტყვა მოისმინა საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში. ბენჟამინ ჰადადს განცხადებისას ქართველი ხალხის ბრძოლა არ გამორჩენია.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად კი ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმასაც კარგავს, რაც აქამდე მოუპოვებია. "ტვ პირველთან" ინტერვიუში ევროპელი დეპუტატები განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე სავარაუდოდ ნოემბერ-დეკემბერში იქნება მიღებული.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები