კობახიძე არ აპირებს, მაია სანდუს გამარჯვება მიულოცოს

29.09.25 21:34
კობახიძე არ აპირებს, მაია სანდუს გამარჯვება მიულოცოს

ირაკლი კობახიძე არ აპირებს, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს გამარჯვება მიულოცოს. ამის შესახებ მან მედიასთან კომენტარში განაცხადა. 

კობახიძის თქმით, "სანამ მოლდოვა დსთ-ს წევრად რჩება, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს".

ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხმების დათვლის შედეგებით, მოლდოვაში, პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) 50%-ზე მეტი ხმა მიიღო და პარლამენტში 101 მანდატიდან 55 მოიპოვა.

PAS-ის მთავარი კონკურენტი -„პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“ (BEP), რომელიც ღიად პრორუსულ ძალად ითვლება, ხმების დაახლოებით 24%-ით მეორე ადგილზე გავიდა და ორი ათეულზე მეტი მანდატი მიიღო.

მსგავსი სიახლეები