სააკაშვილისგან 9 მილიონის დაბრუნებას ითხოვენ - რა იქნება შემდეგ
5 პიჯაკის, ქაშმირის პალტოს, ლეხ კაჩინსკის გასვენებისთვის საჭირო თაიგულის შეძენისა და ტრამპის გამასპინძლების ხარჯების ანაზღაურება მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას მოუწევთ - ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო კოლეგიამ მიიღო. იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიხდის და მისი დაყადაღებული ქონება საკმარისი არ იქნება, მაშინ მთლიან ქონებას თემურ ჯანაშიას დაუყადაღებენ.
კლინიკა ვივამედში მყოფმა პრეზიდენტმა საზოგადოებას ერთად დგომისკენ და ძალაუფლების ხელში აღებისკენ მოუწოდა.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ერთ დღეში ორი განაჩენი დადგა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მესამე პრეზიდენტისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანაშიასთვის 300 ათასი ლარით დაჯარიმება.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება - ამიტომ ყოფილი მოსამართლისთვის ნონსენსია 9 მილიონის ანაზღაურების დაკისრება ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, რადგან საკასაციო სასამართლოს შეუძლია საქმე თავდაყირა დააყენოს. ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის სააკაშვილის სასჯელის უცვლელად დატოვება და მისი ქონების დაყადაღების მცდელობა დასტურია იმის, რომ ივანიშვილი ყოფილ პრეზიდენტს სამაგალითოდ სწორედ რუსეთის დავალებით სჯის.