კობახიძე განმარტავს რატომ დაიწყო სუს-მა დაკავებების სერია
"არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები... ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც დავინახავთ ხარვეზებს პროექტების აღსრულებაში," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, თუ რატომ დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებების სერია.
"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, "სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება".
არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში," - განაცხადა კობახიძემ.