"ასეთი სუსტი "ქართული ოცნების" ხელისუფლება არასდროს არ ყოფილა" - ირაკლი ნადირაძე

29.09.25 23:11
"ასეთი სუსტი "ქართული ოცნების" ხელისუფლება არასდროს არ ყოფილა" - ირაკლი ნადირაძე

"ასეთი სუსტი "ქართული ოცნების" ხელისუფლება არასდროს არ ყოფილა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ოცნების" 13-წლიანი მმართველობის პერიოდში, ქართველმა ხალხმა სწორი დასკვნები გააკეთა. 

ირაკლი ნადირაძემ კორუფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" კორუფცია აქამდე არ გახსენებია, რადგან ბიძინა ივანიშვილს ასე სჭირდებოდა. ახლა კი ივანიშვილმა იცის, რომ 4 ოქტომბერს გაქცევა მოუწევს და უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ნაღდი ფული ჰქონდეს თან. 

13 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი პროტესტი, არაერთი სასტიკად დარბეული აქცია, დაშინებული ოპოზიციური პარტიები, მედიებზე ზეწოლა, არასამთავრობოების გაუქმების მცდელობა, ქუჩაში დახვედრები ტიტუშკების, სასტიკად ნაცემი ადამიანები. მთავარი რა არის, 13 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი დასკვნები, 13 წლის განმავლობაში ყველამ ვიცით, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი სუსტი "ქართული ოცნების" ხელისუფლება არასდროს არ ყოფილა და ფაქტია, როგორ დაერივნენ ერთმანეთს, როგორ იჭერენ, როგორ ლანძღავენ და როგორ გაწირეს მათ ერთმანეთი. ეს არის, რა თქმა უნდა, სისუსტის გამოვლინება იმიტომ, რომ კორუფცია ახლა რომ გაახსენდათ, რა აქამდე არ იცოდნენ, რომ 13 წლის განმავლობაში, "მელაძის შაბათის" ყველა გადაცემა არის პირდაპირი მტკიცებულება, პროკურატურა იქნებოდა, თუ სუს-ის ანტიკორუფციული, უნდა აეღოთ პასტა-ფურცელი, გამზადებული კორუფციული საქმეები იყო, მაგრამ აქამდე არ გახსენებიათ, ბიძინა ივანიშვილს ასე სჭირდებოდა. 

ახლა ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ 4-ში მისი დრო დამთავრებულია, ცდილობს, რომ გაქცევამდე რაც შეიძლება მეტი ქეში ული მოაგროვოს," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

მსგავსი სიახლეები