ბერდია სიჭინავა: "ოცნება" არის ლპობის რეჟიმში დღეს, განგრენის პროცესი მიდის და კიდურებს იჭრის

29.09.25 23:32
 ბერდია სიჭინავა: "ოცნება" არის ლპობის რეჟიმში დღეს, განგრენის პროცესი მიდის და კიდურებს იჭრის

"ოცნება" არის ლპობის რეჟიმში დღეს, განგრენის პროცესი მიდის და კიდურებს იჭრის" - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

მისი თქმით, გამარჯვება "ოცნების" ელექტოლარული რღვევაა. 

მე გამარჯვებას ვეძახი "ოცნების" ელექტოლარულ რღვევას და მის დასუსტებას. რაც უფრო მეტ ადამიანს მოვწყვეტ ჩვენ "ოცნებას, რომლებიც პატრიოტი ადამიანები არიან, მათი ნაწილი არიან ადამიანები, რომლებსაც ის ძალადობაც აწუხებს, ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანებთან მისასვლელი გზა უნდა ვიპოვოთ და დავარწმუნოთ, რომ "ოცნება" არის ლპობის რეჟიმში დღეს, რასაც აკეთებს, ფაქტობრივად განგრენის პროცესი მიდის და კიდურებს იჭრის, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. ძალიან კარგად ესმით ამ ადამიანები ნაწილს, რომელიც პროევროპულად არის განწყობილი და ა.შ.. ჩემი ამოცანა ეს არის," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები