ზურაბიშვილი ჟან-ნოელ ბაროს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

30.09.25 10:15
ზურაბიშვილი ჟან-ნოელ ბაროს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 

მადლობა, საქართველოში არსებული ვითარებისა და ევროკავშირისა და ვაიმარის სამკუთხედის როლის შესახებ ამ საინტერესო დისკუსიისთვის, რომელიც ქართველ ხალხს მომავლის უზრუნველყოფასა და ევროპული პერსპექტივის აღდგენაში დაეხმარება," - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები