სალომე ზურაბიშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყანას ევროპული გზისგან აშორებს.
მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ლატვია გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას," - წერს ბაიბა ბრაჟე.
მოგვიანებით შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ლატვიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
შევხვდი ბაიბა ბრაჟეს - საქართველოს ბრძოლა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის შეუჩერებელია. ლატვიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას და ევროპისკენ მიმავალ გზას," - წერს სალომე ზურაბიშვილი.