"ვითარების შესაძლო გამწვავებაზე პასუხისმგებელი "ოცნება" იქნება" - თავისუფლების მოედანი" 4 ოქტომბრის აქციას უერთდება
"თავისუფლების მოედანი" 4 ოქტომბერს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას უერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პოლიტიკოსმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, დაუყოვნებლივ განმუხტოს მიერ მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარების ნებისმიერ გამწვავებაზე პასუხისმგებლლობა სწორედ მათ დაეკისრებათ.
ამასთან, ცუცქირიძე ძალოვანებსაც მიმართავს და მოუწოდებს, არ შეასრულონ დანაშაულებრივი მითითებები და ემსახურონ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას".
"ქართულმა ოცნებამ თავისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება.
მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას", დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენს მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები. უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს.
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის: დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო ერთი წლის მანძილზე მიღებული უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადასი დანიშვნის შესახებ.
როგორც აქამდე ვიყავით ამ პროტესტის მონაწილე და წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ასევე ვიქნებით ბოლომდე მანამ, სანამ არ აღსრულდება ჩვენი საერთო მიზნები, - განაცადა ლევან ცუცქირიძემ.
შეგახსნებეთ, რომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უნდა მოხდეს, რის შედეგადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას გაისტუმრებენ.